მიმდინარე წლის 18 აპრილს, ქ. თბილისის საკრებულოს, თამარ მეფის სახელობის დარბაზში შედგა საერთაშორისო ასოციაცია ,, ერთმანეთისთვის" გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, გამგეობის წარდგენა და დაარსებიდან დღევანდლამდე (7თვის მანძილზე) ჩატარებული საქმიანობის გაცნობა, სხვადასხვა სექტორის, თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. ამასთანევე, ასოციაციის დამფუძნებელმა, ქალბატონმა მარიამ ბეზარაშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ,,სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირთან".
ძალიან ბევრმა სხვადასხვა ორგანიზაციამ გამოთქმული სურვილი ასოციაციასთან , თანამშრომლობისა. სასიხარულო იყო, ის ფაქტიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - ქალბატონი თინათინ ნიბლიშვილის მიერ გამოითქვა სურვილი, სხვადასხვა პროექტების ერთობლივად განხორციელებისა.
შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ასოციაცია ,,ერთმანეთისთვის" მართლაც შემდგარი ორგანიზაციაა, უდიდესი მიზნებით და არაჩვეულებრივი, პროფესიონალების მიერ დაკომპლექტებული გუნდით, რომელმაც უკვე უდიდესი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.