ჩვენს შესახებ

დასაქმების ხელშეწყობის, მულტიპროფილური კვალიფიკაციის ამაღლებისა და ჯანდაცვის მიმართულებების კოორდინაციის, 
საერთაშორისო ასოციაცია ,,ერთმანეთისთვის".

 

                                                                                 ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

 

ასოციაციას ხელმძღვანელობს  თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია ასოციაციის გამგეობის საქმიანობზე.
(შემდგომ ტექსტში  - „გამგეობა“), რომელიც  არის ასოციაციის მუდმივმოქმედი მმართველობითი ორგანო;

გამგეობის სხდომები ტარდება ასოციაციის საჭიროებებიდან გამომდინარე თავმჯდომარის მოწვევით, ანდა რომელიმე წევრის მოთხოვნით;

გამგეობის წევრებს კრება ირჩევს ხუთი წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის   არჩევამდე;

ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოს სრულწლოვნი მოქალაქე, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი,  რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს და აქვს შესბამისი კვალიფიკაცა;

ასოციაციას ეყოლება თავსი წარმომადგენლები კოორდინატორები, საქართველოს რეგიონებში და ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

 

                                                                                      ასოციაციის მიზნები და საქმიანობა

 

ა)  ქვეყანაში არსებული  სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა,  დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება და შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა საჭირო მიმართულებით, მოქალაქეთა კვალიფიციური გადამისამართება, შესაბამის დაწესებულებებში, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების, ლეგალური დასაქმების უზრუნველყოფის,  ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასვე საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეების უფლებების სრული დაცვით.

ბ) საქართველოს მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, სამომავლოდ მათი ღირსეული დასაქმებისთვის;

გ) საქართველოს მოქალაქეების ხელშეწყობა, უცხოეთში მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ღირსეული დასაქმების უზრუნველსაყოფად;

დ) სამედიცინო ტურიზმის განვითაების ხელშეწყობა, ჩვენს ქვეყანაში;

ე) მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებსა და სხვა სახის ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ  საქართველოს პოპულარიზაციას და  ასოციაციის მიერ დასახული გეგმების კვალიფიციურად განხორციელების  საქმეს;

ვ) როგორც ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას, ასოციაციის წინაშე დასახული მიზნების მაღალ დონეზე განხორციელების და საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით;

ზ) საქართველოს მოქალაქეებს მიზანმიმართლი გადამისამართება, მათი ჯანმრთელობის პრობლემების შესაბამისად, იმ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ასოციაციასთან წინასწარი მოლაპარაკებით, მემორანდუმის ფარგლებში, დროულად და  მაქსიმალური შეღავათებით, მოემსახურებიან მათ;

 

 

ასოციაცია შეიძლება ეწეოდეს ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ და/ან არაპირდაპირ ემსახურება იურიდიული პირის მიზნის განხორციელებას.

სამეწარმეო ხასიათის საქმიანობას ასოციაციისათვის შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათი და ამგვარი საქმიანობით მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს მხოლოდ ასოციაციის მიზნების მიღწევას.

 

                                                                      პრიორიტეტული ჯგუფები:

ასოციაციის განსაკუთრებულ საქიანობას წარმოადგენს ზრუნვა, საქართველოს მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებაზე განსაკუთრებით სხვადასხვა კატეგორიის მოწყვადი ჯგუფისთვის. 

მაგალითად: 

  • ახალგაზრდებისთვის,
  • იძულებით გადაადგილებული პირებისისთვის,
  • ქალების,
  • პრობაციონერების,
  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის,
  • დაბრუნებული მიგრანტების და შშმ პირების დახმარება,
  • სამომავლოდ მათი ღირსეული დასაქმებისთვის

 

 

 სამოქმედო  გეგმა:

შესაბამისი გუნდის შეკვრა და  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ;

აუცილებელია,  შრომის ღია ბაზარზე არსებული ვაკანსიების მოძიება, დამსაქმებლების რეალური მოთხოვნების დადგენა,  შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების სამუშაოს მაძიებლებთან  ინდივიდუალური კონსლაციების  შემდეგ, მათი დამსაქმებლებთან  წარდგენა და ზრუნვა მათ კარიერულ განვითარებაზე;

თავიდანვე  საჭიროა პარტნიორ ორგანიზაციებთან  მემორანდუმების გაფორმება,  ერთიანი სამოქმედო გეგმის, სტრატეგიების და ბაზების გაცვლის მიზნით. 

ეტაპობივად  უნდა  მოვიცვათ!

პარტნიორებთან  ერთად ერთობივი დასაქმების ფორუმების და ჯუფური კონსულტაციების ჩატარება. 

მაქსიმალურად  დარეგულირება მოთხოვნა- მიწოდების  დისბალანსისა, რომელშიც, ორივე მხარის ინტერესები იქნება ზედმიწევნით ზუსტად დაცული.(როგორც დამსაქმებლის, ასევე სამუშაოს მაძიებლის).

სხვდასხვა ქვეყნის კლინიკებთან მემორანდუმების გაფორმება;

 

                                                     დასაქმების ხელშეწყობის ძირითადი მიმართულებები,
                                                     რომლებიც ცენტრისთვის იქნება პრიორიტეტული:

I.            ტურიზმის სფერო (მათ შორის სამედიცინო ტურიზმი);

II.            როგორც  საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ დასაქმება;

III.           სამშენებლო სფერო;

IV.          სამედიცინო სფერო;

V.            სამომხმარეებლო სფერო;

 

ზოგადად  ასოციაციის მთავარი მიზანია, შრომის ღია ბაზარზე, მოთხვნა-მიწოდებას შორის არსებული  დისბალანსის შემცირება, ეტაპობრივად  აღმოფხვრა, სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა, ინოვაციების შემუშავება და დანერგვა, უმუშევრობის დონის  შესამცირებლად ჩვენს ქვეყანაში.

არანაკებ მნიშვნელვანი საკითხია, ჩვენი მოქალაქეების მიზანმიმართლი გადამისამართება, მათი ჯანმრთელობის პრობლემების შესაბამისად, იმ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ასოციაციასთან წინასწარი მოლაპარაკებით, მემორანდუმის ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობით და შეღავათებით, მოემსახურებიან, საქართველოდან ჩასულ პაციენტებს.