დავით შაქარაშვილი

ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენელი

დავით შაქარიშვილი არის ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. იგი გახლავთ კლაიპედას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერების დოქტო რანტი.  ის ფლობს აკადემიური ხარისხებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიის (ესტონეთის დიპლომატიის სკოლა), ბიზნესის მართვის(კლაიპედას უნივერსიტეტი), დაზვერვისა და გლობალური უსაფრთხოების (ჩარლზის უნივერსიტეტი) და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით.  ბ-ნი შაქარიშვილი გახლდათ ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან შუტეს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დოკუმენტაციის ცენტრის მკვლევარი.  მას აქვს პროფესიული გამოცდილება მიმართულებით როგორც კერძო, ასევე სამთავრობო, ( ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებში), არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
დავით შაქარიშვილი კითხულობდა ლექციებს საფრანგეთის ბიზნესის და ეკონომიკის სკოლაში (INSEEC),  კოპენჰაგენის უნივერსიტეტში (KP), ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში,  კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტსა და ლუსოფონას უნივერსიტეტში.  გახლავთ მრავალი აკადემიური კვლევისა და ორი წიგნის ავტორი და თანაავტორი. 
დავით შაქარიშვილის სამეცნიერო ინტერესებია უსაფრთხოების პოლიტიკა, პოლიტიკური ეთიკა და პოლიტიკურ-ინსტიტუციური გარდაქმნები.