ქალბატონ მაია მიქაბერიძეს დამთავრებული აქვს ჯერ, ზ. ფალიაშვილის სახელობის
ცენტრალური სამუსიკო სკოლა, შემდეგ კი, ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ.
სახელმწიფო კონსერვატორია, სპეციალობით - გუნდის დირიჟორი. ქალბატონი მაია
გახლავთ ასოცირებული პროფესორი.
მისი მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანი და გამორჩეულია, თავისი
შემოქმედებითი ნიჭიდან გამომდინარე. 1978-85 წლებში იგი გახლდათ ერთადერთი
სოლისტი გოგო, ფოლკლორულ გუნდ ,,მართვეში’.
1993 წლიდან-დღევანდლამდე, ქალბატონი მაია არის, ვაჟთა ფოლკლორული
გუნდის ,,საგალობელის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი;
1995-2005 წლებში გოგონათა ფოლკლორული გუნდის ,,მანდილის“ დამაარსებელი
და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2005 წ. ქ. ბათუმის ბავშვთა ფოლკლორული
გუნდის დირიჟორი; 2010-2013წ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ,,მახარობლის“
კონსულტანტი; 2012-2016წ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სემინარიის
გუნდის მთავარი დირიჟორი; 2005წ. დღემდე შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახ. უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის
მიმართულების პედაგოგი; ასოცირებული პროფესორი; სამუსიკო მიმართულების
ლიდერი; 2017წ დღემდე გახლავთ ევროპული სასწავლებლის ქართულ-გერმანული
სკოლის ფოლკლორული გუნდის დირიჟორი; არაერთი საერთაშორისო პროექტის
ჟიურის წევრი;
ქალბატონი მაია გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი;
მიღებული აქვს ნიკო ხურციას სახელობის პრემიის ლაურიატის წოდებაც;
მუდმივად მონაწილეობს ჩვენს გუნდთან ერთად, სხვადასხვა საქველმოქმედო
ღონისძიებების ორგანიზებაში.